ერდოღანი ნატოს მოუწოდებს, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინის დეტალებს გადახედოს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთის ბირთვული დოქტრინის დეტალებს უნდა გადახედოს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევენ.
„იმედი მაქვს, ჩვენ სწრაფად მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასა და რუსეთს შორის, მშვიდობის უზრუნველყოფას, რომელსაც მსოფლიო ელოდება“, – თქვა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.