“ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორედან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ” – სოფო ჯაფარიძე
“ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორედან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ და საბოლოოდ ძალიან მალე მთელი თბილისის ქუჩები ხალხით იქნება სავსე, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ მიმდინარე აქციიდან განაცხადა.
მისი თქმით, საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო, რომ ქუჩა გადაკეტილიყო.
ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ რჩებიან. ისინი თბილისის ქუჩების პარალიზებას გეგმავენ.