კახა კალაძე: საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – გილოცავთ!
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გილოცავთ!“ – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.
ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.