საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩში პირველი გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა
ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთი გოლი გაიტანა და ჩეხეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა.
გოლი დღევანდელი შეხვედრის მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები საწყის წუთებში ორი ბურთით დაწინაურდნენ.