განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ახლად რეაბილიტირებულ სკოლას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა ესტუმრნენ, განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნნენ და სასკოლო საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროცესის გაგრძელება მიულოცეს.

ღონისძიებას სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.

200 მოსწავლეზე გათვლილი მარანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, ბუფეტი და სპორტული დარბაზი.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული – მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები