საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან მატჩში დამარცხდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ოლომოუცში გამართული მატჩი ჩეხებმა კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში 2 ბურთით დაწინაურდნენ.
შეხვედრის მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მეტოქის კარში პირველი გოლის გატანა შეძლო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი-ოფში ითამაშებს.