ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით, საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა. გარდა ამისა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს წყალი შეასხეს, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას და ვინაიდან იყო ფიზიკური დაზიანების საშიშროება, „იმედმა“ მიიღო გადაწყვეტილება გადამღები ჯგუფების აქციიდან გამოყვანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები