გარდაბანში უხვი ნალექის გამო მოსახლეობა დაზარალდა

უხვი ნალექის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, რამდენიმე შიდა ქუჩა, ბროწეულასა და მზიურის აგარაკებზე კი სასოფლო–სამეურნეო მიწის სავარგულების ნაწილი დაიტბორა.
ამ დროისათვის, სოფელ მარტყოფში, შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. მთელი დღის მანძილზე კონკრეტრულ ლოკაციაზე, მუნიციპლიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკა მუშაობდა.
ადგილზე მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადნლები დეტალურად გაეცნენ უხვი ნალექის შედეგებს. მაი განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ზარალის დამთვლელი დროებითი კომისიაც შეიქმნება.
მზიურის აგარაკებზე, მდინარე ნორიხევის ნაწილს, ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წელს ჩაუტარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა, მოსახლეობის დატბორვის რისკი. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელება მიმდინარე წელსაც ეგეგმება, რაც სრულად აღმოფხვრის მდინარის ადიდების შედეგად მიწის ჩამორეცხვის საშიშროებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები