ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს შესული საჩივრებიდან ორი განიხილა

ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიაში საჩივრები განიხილეს. როგორც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, 10-დან განხილვას მხოლოდ 2 საჩივარი დაექვემდებარა, დანარჩენი რვა საჩივარი არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილი; შესაბამისად, დარღვეული იყო საჩივრის შეტანის წესი. გამომდინარე აქედან, საოლქო კომისიამ მათი განხილვის უფლებამოსილება მოიხსნა.
“განვიხილეთ მხოლოდ ორი საჩივარი, ერთი საარჩევნო სუბიექტის და მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიერ წარმოდგენილი. ორივე შეეხებოდა მე-10 და 44-ე უბნებზე კომისიის მდივნისა და რეგისტრატორისთვის პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას. მე-10 უბნის კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური ზომა არ იქნა გამოყენებული, 44-ე უბნის რეგისტრატორს კი შენიშვნა მიეცა”, – ამბობს 51-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთევან ვაშაყმაძე.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები