გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლებს ხვდება. როგორც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა, მომავალში ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
“როცა ქვეყანაში პროკურატურას სძინავს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ერევიან, როცა ხელისუფლება გამოდის და აი, ამ სისულელეს “აპრავებს”, ერთადერთი გზა, ვისაც შეიძლება შევჩივლოთ და ვისთანაც შეიძლება ჩვენი პრობლემა მივიტანოთ, ეს ქვეყნის პრეზიდენტია.
მოვედით, რათა მას ვუთხრათ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. მას მივაწვდით ინფორმაციას და ვთხოვთ დახმარებას, რომ არ დაიხუროს ტელეკომპანია. პირდაპირ ეთერში გავიდა ჩანაწერები და არ უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება? ამიტომ ვამბობ, რომ სძინავს. ჩვენი მომდევნო შეხვედრა შედგება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველიც. ჩვენს გეგმაშია, რომ ღიად ვამხილოთ საქართველოს ხელისუფლება, თუ როგორ ებრძვის დამოუკიდებელ ტელეკომპანიას,” – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები