საქართველოდან ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს აშშ-ში გირაოთი არ ათავისუფლებენ

ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინს, რომელიც ეჭვმიტანილია მომხმარებელთა მონაცემების მოპარვაში, გირაოთი გათავისუფლების უფლება არ მისცა.
რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე საინფორმაციო სააგენტოების ფინანსურ სისტემებში შეღწევის, ასევე ამერიკისა და სხვადასხვა უცხოური კომპანიების კიბერთავდასხმებში. მომხდარის შესახებ ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა.
აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა სამსახურმა და პროკურატურამ საერთო განცხადებით მიმართეს საქართველოს, რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის, ექსტრადიციის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები