გოგი მეშველიანი: ახალი საბაჟო კოდექსი მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი მეშელიანის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა ამოქმედდება.
“ევროკავშირისა და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას. დოკუმენტი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა; კიდევ უფრო მოქნილი და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დანერგვა; საგარეო ვაჭრობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრად შემცირება კერძო სექტორისთვის, რაც ჯამში, მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში”, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები