ირაკლი კობახიძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური ჩარევა არ დადგინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზრადების საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას კიდევ ერთხელ აფასებს და ამბობს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური ჩარევა არ დადგინდა.

კობახიძის განცხადებით, იყო გარკვეული კითხვები, რაზეც საგამოძიებო კომისიამ პასუხები დასკვნაში წარმოადგინა.

„საგამოძიებო კომისიის მიზანი იყო დადგინათ ჭეშმარიტება, თუმცა ამის საკმარისი საფუძველი არ აღმოაჩნდათ. დასკვნაში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ფონს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს შინაარში, მაგრამ არა დასკვნაში. ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული დასკვნა, მაგრამ ჩვენს დასკვნაში არ არის საუბარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი საკითხი მირზა სუბელიანის ბრალეულობა იყო და დღეს ის პატიმრობაშია.

ოპოზიციის ნაწილი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას კონკრეტული პირების მფარველობაში ადანაშაულებდა.

3 სექტემბერს, საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

„გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანს, მის ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში“,- ნათქვამია დასკვნის ნაწილში.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხელისუფლებას 32 რეკომენდაციით მიმართავს. კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ დღეს სამთვიანი მუშაობა შეაჯამა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები