თეა წულუკიანი: ახლა, როცა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა, შემიძლია ვთქვა, რომ „ევროპული საქართველოს” მთელი საქმიანობა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კონვენციას და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას

 

„როდესაც კომისიის სხდომაზე მივედი, „ნაციონალური მოძრაობის”, ახლა უკვე „ევროპული საქართველო” რომ ჰქვია, წევრებისგან ასეთი მჭევრმეტყველება ვერ ვნახე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

“მათ კითხვებიც კი არ ჰქონდათ ჩემთან მიმართებით ან გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის კითხვების დასმა არ ღირდა, რადგან სხდომა ღიად გადაიცემოდა და ამ კითხვა-პასუხის რეჟიმში თავს გაიპამპულებდნენ საზოგადოების წინაშე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასკვნა არის საკუთარი თავის − ვგულისხმობ ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას”, ამჟამად „ევროპულ საქართველოდ” წოდებულს − გაპამპულება. ეს არის დასკვნა, რომელიც იმ მოლოდინს არ პასუხობს, რაც მათ საზოგადოებაში შექმნეს. ამიტომ მე მათ მივმართავ და ვეკითხები: ამდენი საგამოძიებო „მოქმედება” რომ ჩაგიტარებიათ, როგორც ამას საზოგადოებას ჰპირდებოდით, მკვლელის გვარი დაასახელეთ! სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც „ევროპული საქართველო” − „ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფი − საზოგადოებას ჰპირდებოდით? როცა სხდომაზე მოვედი, კითხვები რატომ ვერ დასვით მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეგყავდათ, თითქოს წულუკიანის ბრალია ის, რომ გამოძიება, მათივე გადასახედიდან, სწორად ვერ მიდიოდა. ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება. მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს?!
ახლა, როცა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა, შემიძლია ვთქვა, რომ „ევროპული საქართველოს” მთელი საქმიანობა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კონვენციას (მე-6 მუხლი) და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას”

„აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობად” დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა” უფრო ჭკვიანია, ვიდრე „ევროპულ საქართველოდ” ქცეული „ნაციონალური მოძრაობა”. მათ იცოდნენ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად უფრო გამოცდილი ხალხია, რომ ამგვარ ფორმატში ასეთი სერიოზული ან ნებისმიერი სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ ხდება”, − აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისთვის შეიქმნა „ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელობით.

„ვინაიდან კომისიამ სამუშაო დაასრულა, შემიძლია შევაფასო, რომ კომისიის საქმიანობა და „ევროპული საქართველოს” მიერ წარმოებული კამპანია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლს, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

„ევროპული საქართველოს” მთელი საქმიანობა ამ კომისიის ფარგლებში, ახლა, რაკი დაასრულეს მუშაობა, შემიძლია ვთქვა, რომ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გარანტად დგას. ამიტომ ეს ერთი დიდი კრახი და არასერიოზული დოკუმენტია”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მივმართავ „ევროპულ საქართველოს”, როგორც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ − დაასახელეთ, ვინ არის მკვლელი! მივმართავ „ევროპულ საქართველოს”, დაასახელონ, ვინ არის ის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ. დაასახელონ, სად არის და აღმოაჩინეს თუ არა ცივი იარაღი თუ იარაღები, რომლის აღმოჩენასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, და მათმა ყოფილმა თუ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა თუ ამჟამინდელმა სააკაშვილმა, განგვიმარტოს, პატარა ბავშვი დამნაშავედ რომ შერაცხა, ყველანაირი გამოძიების გარეშე, არის თუ არა ეს ისევ „ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა თანამედროვეობაში. მათ არასდროს არც გამოძიება აინტერესებდათ, არც მოწმე, არც დაცვის უფლებები, არც სასამართლო და წარსულში ლინჩის წესით გასამართლების ავტორები იყვნენ. ამ საგამოძიებო კომისიაში მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ შეიძლება სერიოზული სახეებით ისხდნენ და პოლიტიკურად, ანგაჟირებულად მიჰყავდეთ პროცესი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები