საქართველოს დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს მიაგებს

დღეს საქართველოს დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს მიაგებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შედიან.

ვაშინგტონის მთავარ საკათედრო ტაძარში ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი მიმდინარეობს. სამგლოვიარო ცერემონიას ჯო ბაიდენი, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ ბუში უმცროსი, სენატისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ჯონ მაიკკეინს 2 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში სამხედრო საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძლავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები