“rustavi2”-ის წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა

ქართული ოპოზიციური ტელევიზიის წილის მფლობელი, რომლის საქმესაც სტრასბურგის სასამართლო იხილავს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია შპს „ტელეკომპანია საქართველოს” 50%-იანი წლის მფლობელი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციურ ტელეკომპანია Rustavi2-ის 51%-იან წილს ფლობს. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება Rustavi2-ს, ტელეკომპანიის 22%-იანი წილი ლევან ყარამანიშვილს, 18% -გიორგი ყარამანიშვილს, 9% კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის.

მედიის ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას შვილია. ტელეკომპანია Rustavi2 ორ წელზე მეტია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავის გამო გახდა. ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების შესახებ ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.

2015 წლის აგვისტოში, ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელმაც იმავე წლის ნოემბერში, ტელეკომპანიის ხალვაშისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. 2017 წლის მარტში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია მთლიანად ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია “პანორამას” გადაეცა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანიის იურისტებმა მიმართეს, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, საქმის განხილვის დასრულებამდე, შეაჩერა.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად არის განწყობილი და მისი არხის სარედაქციო პოლიტიკა პროდასავლური ხასიათისაა.

წყარო: sputnik-georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები