საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს და ინდონეზიელ ხალხს უსამძიმრებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, 5 აგვისტოს, ინდონეზიის რესპუბლიკაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად, ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.~

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები