“დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატი დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ჭიჭინაძის მხრიდან მისდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო.
„პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ და მედიიდან შევიტყვე. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა შემიძლია, საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა, დავით ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ, არც შევხვედრილვარ. შესაბამისად, მისი ჩემდამი ასეთი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები