“როცა ადამიანის გარდაცვალებაზე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იხურება”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიაში გარდაცვლილი პირების შეყვანასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ თუ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იხურება მისივე თქმით, აღნიშნული პირების გვარები სიაში უნდა იყოს იქამდე, სანამ სისხლის სამართლის საქმე დახურული არ არის.
„როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთანაც არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ურთიერთობა, ადამიანის გარდაცვალების შესახებ თუ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, მასზე სისხლის სამართლის საქმე არ იხურება. ამდენად, სანამ სისხლის სამართლის საქმე არ არის დახურული, იმის გამო, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილად არის მიჩნეული, მანამ ვალდებული ვართ, ამ პირების სახელი იყოს სიაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აღსანიშნავია, რომ დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის შესახებ, საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები