ლევან დადუნაშვილის დედა: პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს

0

„პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში.
„თვითონ შემიძლია გითხრათ, რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ, რომ თითოეული სასამართლო პროცესი, ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა მნიშვნელოვანი მოწმე იყო დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ პროკურორებს პიროვნულად, ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე, იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ვიტყვი, თითქოს პროკურატურა რამეს მალავდა, ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. მათზე პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა, რომ „ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი“. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა – გაიყვანეთო, ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა, ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი, როგორც მაყურებელმა, რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი ლევანთან მიმართებაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

კომენტარები

კომენტარი