ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გეგმავენ. აქცია 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა რომ მათ დამნაშავეების დასაკავებლად, ვადას 10 ივნისამდე,აძლევს. ზაზა სარალიძემ გუშინ აღნიშნა, რომ აქციის გაუქმებას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, ჯერ კიდევ განუხორციელებელია მოქმედებები, რომელსაც ის ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები