ნინო ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს მიესალმება
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა.
„გვსურს მივესალმო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და ასევე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პირებისთვის ბრალის წაყენებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს იმ პასუხებამდე, იმ კითხვების ნაწილზე, რაც ჩვენ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც საქმეში არსებობს. საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ჩვენი შეფასების ერთ-ერთი საგანი, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში 2018 წლის ივნისიდან წარმოებული გამოძიების ეფექტურობის შეფასებაც“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.