ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა 

“ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა მცირდება”,- ამის შესახებ გერმანულ პრესა იუწყება. როგორც გერმანული გაზეთი Berliner Morgenpost წერს, ბალკანეთის მარშრუტზე ლტოლვილთა ნაკადის მცირე ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შესამჩნევად მცირდება.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე, ევროკავშირში თავშესაფრის მიღება, პირველადი განაცხადით, დაახლოებით 176 000 ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სულ 50%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია ევროკავშირში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, თუმცა, ევროკომისიის შეაფასებით, საჭიროა ხელშესახები პროგრესის მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ ლტოლვილები ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან  ჩადიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები