ზაზა სარალიძე: არ მგონია, რომ მირზა სუბელიანი დასაკითხად ყოფილიყო შსს-ში
“თქვენ გგონიათ, რომ 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას? მე არ მგონია, რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ მირზა სუბელიანის დაკითხვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი ვარაუდით, შსს-ში მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა სუბელიანი.
“ალბათ მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა სუბელიანი. პირველი დაკითხვაა, ზოგადად, გრძელვადიანი და მერე ინფორმაციის დაზუსტებები ხდება, რაც დაახლოებით 1 ან 2 საათს გრძელდება”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.