ამერიკის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ძვირად ღირებული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მორიგი საჩუქარი მიიღო. როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას  56 ყუთი ახალი და ძვირად ღირებულ წიგნები, სხვადასხვა გამოცემა და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშები (სულ 87 000 აშშ დოლარის ღირებულების ლიტერატურა) გადასცა საჩუქრად. ეს ლიტერატურა ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისთვის და სოფლის ბიბლიოთეკებისთვის არის განკუთვნილი.
17 ნოემბერს, 11:30 საათზე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ბატონი იან კელი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ეწვევიან.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებას დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები