პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7, ხობის N2, ზუგდიდის N2, სენაკის N3 საჯარო სკოლებსა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში” გამართეს.

პროკურორებმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე. ასევე, მათ დეტალურად ისაუბრეს ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის „ქურდული სამყაროს” წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი” მიმართვა.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები