ნიკა გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ, facebook- ში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ცნობით, 3 ივნისს გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.
საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები