ნიკოლოზ სამხარაძე: რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს
რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვენ ამას დიდ ყურადღებას დიდი ხანია აღარ ვაქცევთ, თუმცა აუცილებელია, რომ ჩვენმა კოლეგებმაც სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, იცოდნენ იმ აბსურდის შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო.