„საქართველო უძველესი დროიდან III საუკუნემდე“ – სარგის კაკაბაძის წიგნის წარდგენა გაიმართება
17 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება სარგის კაკაბაძის ნაშრომის – „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე“ პირველი ტომის – „საქართველო უძველესი დროიდან III საუკუნემდე“ – წარდგენა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, წიგნში შესულია მეცნიერის პირად არქივში დაცული, მრავალმხრივ საინტერესო, აქამდე დაუმუშავებელი ნაშრომი. მასალა მოიცავს ისტორიკოსის შედარებით ადრეულ მოსაზრებებს, რომელთა ნაწილი მან მოგვიანებით შეცვალა.
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/sakartvelos-istoria-udzvelesi-droidan-xiv-saukunemde-pirveli-tomi-sakartvelo-udzvelesi-droidan-iii-saukunemde-1?fbclid=IwY2xjawSeSklleHRuA2FlbQIxMABicmlkETFDa1pCQm1iczZ0NlRvNzg0c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHtW3bt7-43ZMWNqbKMuY5_RoL5zTX_Xfyy2-Q2RP-M3Ua9dYRBS6YDxXPPli_aem_v7TVqhAKSv5hV13ZvPK2IQ
სარგის კაკაბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საისტორიო არქივს. ეროვნულ არქივში, სარგის კაკაბაძის შთამომავლებთან შეთანხმებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და წყაროთმცოდნის პირად არქივში დაცული „ქართველი ერის ისტორიის“ მრავალტომეულის გამოსაცემად.