თორნიკე ფაღავა: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ ამას გავაკეთებთ მშვიდობის გზით
“ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ ამას გავაკეთებთ მშვიდობის გზით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილში ემთხვევა საქართველოს მმართველი ძალისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია.
„ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შანსსა და შესაძლებლობას ხედავს მშვიდობაში. ჩვენ ფსონი გვიდევს მშვიდობის პოლიტიკაზე. სწორედ აქ ემთხვევა ჩვენი და დონალდ ტრამპის მშვიდობის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. სწორედ აქ არის თანხვედრაში ჩვენი შეხედულებები. ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ, ამას ჩვენ გავაკეთებთ მშვიდობის გზით”, – აღნიშნა ფაღავამ.