რუსული დრონებით იერიშს ზაპორიჟიაში მსხვერპლი მოჰყვა(ვიდეო)

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპორიჟიაზე რუსული დრონებით განხორციელებულ შეტევას მსხვერპლი და დაშავებულები მოჰყვა, ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება და მედია ავრცელებს.

უკრაინული წყაროების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თავდასხმამ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ასევე დაფიქსირდა დაზიანებები ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე, ავტომობილებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს. ხელისუფლების განცხადებით, ტერიტორიაზე კვლავ რჩება დამატებითი იერიშების საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები