ილია თოფურია: ჯასტინ, გილოცავ, წუხანდელი ღამე შენი იყო – დავბრუნდები უფრო ძლიერი, გონიერი და ბევრად საშიში, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება
ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან. ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება, – ამის შესახებ UFC-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
თოფურია მის მეტოქეს, ჯასტინ გეიჯს გამარჯვებას ულოცავს.
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო… და დატოვე კიდეც. პირველსავე რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაშიც.
გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება.
დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო გონიერი და ბევრად უფრო საშიში. და მერწმუნე… ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან. ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.