ლევან მახაშვილი – რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული
ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„მერამდენე რეზოლუციაა, ერთგვარი პოლიტიკური იერიში და ფუჭი მცდელობაა, რომ კიდევ უფრო დაზიანდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და თუკი რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ ურთიერთობის გადატვირთვის, ეს პროცესი დაზიანდეს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო.