ბულგარეთში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის შეყვანის გამო, მას მხარს არ დაუჭერენ
ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მხარდაჭერას არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე იქნება შეყვანილი, — ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქციების პაკეტის გარშემო მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული წევრი ქვეყნები წინააღმდეგობას გამოხატავენ კონკრეტული პირების დამატებასთან დაკავშირებით, მათ შორის პატრიარქ კირილეს საკითხზე.
ამ ეტაპზე ევროკომისიას უკვე წარდგენილი აქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსებისა და სხვა სექტორების ახალ შეზღუდვებს მოიცავს, თუმცა მისი საბოლოო დამტკიცება კვლავ წევრი სახელმწიფოების ერთსულოვან შეთანხმებას საჭიროებს.