აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში, ედვარდსის საჰაერო ბაზაზე აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაზის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამაშველო და საგანგებო ჯგუფები დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. ამ დროისთვის არ გავრცელებულა დამატებითი დეტალები ეკიპაჟის წევრების, დაშავებულების ან ავიაკატასტროფის მიზეზის შესახებ“, – აღნიშნულია ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მათივე ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა შემთხვევაზე, რომელიც ადგილობრივი დროით 11:20 საათზე მოხდა, მყისიერი რეაგირება მოახდინეს
აღსანიშნავია, რომ B-52 ტიპის ბომბდამშენი, რომლის ეკიპაჟიც, როგორც წესი, ხუთი წევრისგან შედგება, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.