ესპანური მედია: „მატადორი“ კარგადაა, სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება

UFC-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია Marca ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სოციალურ მედიაში გავრცელებული საწყისი ჭორების მიუხედავად, „მატადორი“ კარგადაა.

„მას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ოპერაცია არ სჭირდება, მხოლოდ დასვენება და გამოჯანმრთელების პერიოდი სჭირდება. ის, რა თქმა უნდა, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დამქანცველი ბრძოლის მოსალოდნელ შედეგებს განიცდის… მაგრამ ის კარგადაა.

არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო ცნობები (როგორც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ განაცხადა), მაგრამ ასევე არ ფიქსირდება სერიოზული პრობლემები (რასაც დანა უაითი შესაძლოდ მიიჩნევდა, მაგრამ არ დადასტურებულა) ქართულ-ესპანური მებრძოლის სახეზე“, – აღნიშნავს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები