ლევან მახაშვილი – ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ, რაც მთავარია, რა პერსპექტივებია ამ ურთიერთობების აღდგენის და გაღრმავების
სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენას ხელს შეუწყობს.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების ფართო სპექტრი განგვეხილა. იქნება ეს საქართველოსა თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ასევე, ორმხრივი ურთიერთობები და ზოგადად, ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პერსპექტივები, შესაძლებლობები. ასევე, სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ. რაც მთავარია, რა პერსპექტივებია ამ ურთიერთობების აღდგენის და გაღრმავების. იმედია, ეს შეხვედრაც, ეს ვიზიტიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის აღდგენას, სრულფასოვანი დიალოგის აღდგენას ევროკავშირთან“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.