კულტურის სამინისტრო ოთარ ჩუბინიშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს

დღეს ოთარ ჩუბინიშვილს 85 წელი შეუსრულდა.
„გამორჩეული ქართველი მუსიკოსი და პროფესორი, ოთარ ჩუბინიშვილი, სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის უცვლელი წევრი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაერთი თაობის მუსიკოსის აღზრდასა და ქართული კულტურის განვითარებაში.
გულითადად ვულოცავთ ბატონ ოთარს 85 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებას“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები