“თუ ადრე სხვანაირი მიდგომა იყო კანდიდატ ქვეყნებთან, ახლა უკვე თუ რომელიმე ქვეყანა გაწევრიანდება, იქ მას დახვდება ისეთი გარემო, როგორშიც არ ისურვებდა საკუთარი თავის პატივისმცემელი არცერთი სახელმწიფო გაწევრიანებას” – ბიძინა გიორგობიანი

“თუ ადრე ცოტა სხვანაირი მიდგომა იყო კანდიდატ ქვეყნებთან, ახლა უკვე თუ რომელიმე ქვეყანა გაწევრიანდება, იქ მას დახვდება ისეთი გარემო, როგორშიც არ ისურვებდა საკუთარი თავის პატივისმცემელი არცერთი სახელმწიფო გაწევრიანებას”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა

გიორგიბიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება.

“მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის. ის არ შედის ახალი მსოფლიო წესრიგის მონახაზში, როგორც პოლიტიკური ცენტრი და მათი ამბიციები და დამოკიდებულება ისეთი ქვეყნებისადმი, როგორიცაა საქართველო და სხვა, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ რეალობას.

მე ვფიქრობ ყველა კანდიდატ ქვეყანას ექნება საკუთარი პოზიცია, თუ მარტა კოსის განცხადება იქცევა რეალობად“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები