,ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“? – პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე
„ჩვენ დამახინჯებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. აქ, ამ ადგილას, თითოეული საკუთარ თავზე ზრუნავს“ – ედვარდ ოლბი.
30 ივნისს და 1,2 ივლისს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე პრემიერაა – წარმოდგენილი იქნება ედვარდ ოლბის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი – ,ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“?
თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ედვარდ ოლბის შედევრი თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება ადრიან გიურგეას დადგმით. ორი წყვილი, ერთი ხანგრძლივი ამერიკული ღამე და იმ ილუზიების ნელ-ნელა დაშლა, რომლებმაც მათ ზღურბლს გადმოაღწიეს. ცოლქმრულ ომს მიღმა, რომელიც ოლბიმ 1962 წელს, ჰოლოკოსტიდან ოცი წლის შემდეგ დაწერა, იმალება პიესა სისტემაზე, რომელიც წყვეტს, თუ რომელი ბავშვი იმსახურებს დაბადებას. ღამეს გადაურჩება არა გადასარჩენად გამოგონილი ქორწინება, არამედ ორი დაზიანებული ადამიანი – ცოცხალი და კვლავ შეყვარებული.
თარგმნა – თამარ გელაშვილმა; სასცენო ადაპტაცია – მანანა ანთაძე; რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება – ადრიან გიურგეა; მხატვარი – ლევან კვარაცხელია; ქორეოგრაფი – ქეთი ასათიანი; რეჟისორის ასისტენტი – მარიამ ჟამერაშვილი; სინქრონული თარგმნა – არჩილ მეგრელიშვილი.
მონაწილეობენ: გოგა პიპინაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გაგი შენგელია, ნუცა სულაბერიძე.