“რეზოლუციები, ტრადიციულად – დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, დამყარებული ტყუილ ნარატივზე, არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის” – მათიკაშვილი
“რეზოლუციები, ტრადიციულად – დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, დამყარებული ტყუილ ნარატივზე, არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელშიც მოთხოვნილია “ქართული ოცნების” თანამდებობის პირებისთვის პერსონალური და სავიზო სანქციები, მედიასაშუალებებისთვის კი შეზღუდვების დაწესება.
“ჩვენ დღენიადაგ ვაკვირდებით მცდელობას თავდასხმისა ჩვენს ქვეყანაზე ევროპარლამენტიდან, იმ ოდიოზური ავტორებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან, სამწუხაროდ, არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ.
კვლავ მცდელობაა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც არანაირი არსებითი მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია,” – განაცხადა მათიკაშვილმა.