მუსიკისა და დრამის თეატრში ბერტოლტ ბრეხტის ,,სამგროშიანი ოპერის” პრემიერა გაიმართება
16, 17, 18, 19 ნოემბერს მუსიკისა და დრამის თეატრში პრემიერაა – დაიდგმება ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე აღიარებული დრამატურგიული შედევრი – „სამგროშიანი ოპერა“, კურტ ვაილის განუმეორებელი მუსიკალური ზონგებით.
ბრიტანეთში დედოფლის კურთხევის დღისათვის ემზადებიან. სწორედ ამ დროს ლონდონის ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ომი გაჩაღდა. მექი-დანამ სახლიდან გაიტყუა ჯონათან პიჩემის ერთადერთ ქალიშვილი.
სასიყვარულო ისტორიები, ღალატი, შურისძიება, მეძავები და თაღლითები, კორუფცია და კრიმინალი რეჟისორ გიორგი თავაძის-|იმარინდო| ახალ მუსიკალურ სპექტაკლში – „სამგროშიანი ოპერა“.
პიესა თარგმნა ირმა გურიელმა; კომპოზიტორი – კურტ ვაილი; მუსიკის არანჟირების ავტორი – ზაზა მარჯანიშვილი; სცენოგრაფი – ანა ნინუა; კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე.
მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გიორგი ვარდოსანიძე, ზაალ ჩიქობავა, ბუბა გოგორიშვილი, ეკა კახიანი, ანა წერეთელი, ცისია მეტრეველი, არჩილ სოლოღაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, შაკო მირიანაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი და სხვები.