დავით ლუკა ქაფიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, გალერეა SILK-ში მხატვარ დავით ლუკა ქაფიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ თავად მხატვარი ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„მეგობრებო, მეზობლებო, ნათესავებო, ძმაკაცებო, კოლეგებო, პატიოსნებო, ბოზ…ო, შურიანებო, ბოღმებო და კეთილებო, ძაღლებო, ქურდებო, მეეზოვენო, პრეზიდენტებო, დეპუტატებო, სადეპუტატებო და ნადეპუტატარნო, მდიდრებო და ღარიბებო, პოეტებო და ტრაქტორისტებო!
რომ მიბურღავდით ტვინს, სადაა შენი ნამუშევრებიო, რატომ არ იფინებიო.
აააჰააააააააააა!
შაბათს შესდგება მა-გა-რი გამოფენა მშვენიერი და უსაყვარლესი ქვეყნის ნაგიჟარ დედაქალაქ თფილისში.
დასწრება სავალდებულოა.
გამოფენის კარნი განიხვნება 16 საათსა და 00 წუთზე. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა 11 ა. უნივერსირტეტის მიმდებარედ, გალერეა SILK.
მოდით დავთვრეთ და ვაგინოთ კულტურის მტრებს!!!“ – წერს დავით ლუკა ქაფიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები