მიხეილ სააკაშვილს ქალაქ ჟეშუვში იულია ტიმოშენკო შეხვდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ წუთებში პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში იმყოფება, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი – იულია ტიმოშენკო შეხვდა. როგორც ტიმოშენკომ განაცხადა, ამ ვიზიტისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი უკრაინის, მისი კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის დაცვაა. სააკაშვილთან ერთად იმყოფება ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკიც. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ პოლონეთიდან ჟურნალისტებთან ერთად, ავტობუსით გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები