„რამდენიმე დღის წინ პატრიარქს ვესაუბრე და მან გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო“

რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან პირდაპირ, გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.
მეუფე დიმიტრიმ ბათუმში პრესკონფერენცია გამართა.
„რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე. ის ჩვენს ეპარქიაში, ქობულეთში ბრძანდება. მან პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო, რაც ეს დეკანოზის ოჯახის წევრებსაც უთხრა. თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები