ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელის პირველი ლაურეატები

30 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა ჩოხოსანთა საზოგადოებამ ქართული მწერლობის კლასიკოსის, დიდი მამულიშვილის ლევან გოთუას ხსოვნის დღე დააწესა.
თბილისში, ლევანის სახელობის სკვერში კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს სიყვარულისთვის ნატანჯ-ნაწამები კაცი, რომელსაც სიცოცხლის 66 წლიდან 22 წელი კატორღაში, ჩრდილოეთის ყინულოვან ჯურღმულებში გაატარებინეს. სწორედ იმ ჯოჯოხეთში დაწერა ყოველი ქართველისთვის საამაყო წიგნი „გმირთა ვარამი”.16298561_10206214575163391_4309863399892404788_n
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ჩოხოსანთა საზოგადოებამ დააწესა ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი, რომლის პირველი ლაურეატები გახდნენ:
ქართული კინოს მშვენება, საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი, ჩოხოსანი – თენგიზ არჩვაძე;
ქართველი პოეტი,  ჩოხოსანი – თემურ ჩალაბაშვილი;
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ლეგენდარული მთამსვლელთა ოჯახის, და-ძმა ჯაფარიძეების ღირსეული მემკვიდრე, ჩოხოსანთა კულტურის სამსახურის უფროსი – ივანე ჯაფარიძე;
ლევან გოთუას ძეგლის ავტორი – ჯემალ თუშურაშვილი;
ლევან გოთუას უმცროსი მეგობარი, სპელეოლოგი, „პრომეთეს მღვიმის” აღმომჩენი, მწერლის შემოქმედების დაუღალავი პოპულარიზატორი – ჯუმბერ ჯიშკარიანი;
ლევან გოთუას სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი – ნოდარ ტატუაშვილი;
ლევან გოთუას შესახებ შექმნილი წიგნის ავტორი  – ნინო ქუთათელაძე;16266329_10206214573443348_4385082859019729712_n
რუსთავის მე-2 სკოლის დირექტორი, ლევან გოთუას შემოქმედების შესანიშნავი მცოდნე და დამფასებელი, საქართველოს სკოლებში „გმირთა ვარამის” ცოდნის პირველი კონკურსის ინიციატორი და ჩოხოსანთა განათლების სამსახურის ხელმძღვანელი – ლალი ნაზღაიძე;
9)  არაერთი ახალგაზრდის აღმზრდელი და პედაგოგი, სტუდია „გუთანის” დამფუძნებელი და რეჟისორი – ლექსო გელაშვილი.
ღირსეულ ლაურეატებს სიგელები გადასცეს პატარა ჩოხოსნებმა – პატრიარქის ნათლულებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები