რატი იონათამიშვილი – მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის სკანდალური განცხადება, ევროკომისარი პირდაპირ აღიარებს, რომ თურმე ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა მოხდეს დაფინანსება არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აგენტურული ქსელის

ეს არის სკანდალური განცხადება, ვინაიდან ევროკომისარი პირდაპირ აღიარებს, რომ თურმე ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა მოხდეს დაფინანსება არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აგენტურული ქსელის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ძალადობის დასპონსორება.

„დღეს ჩვენი ხელისუფლების მიერ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული და ქართული ინტერესები არის დაცული. როგორც არ უნდა ეცადონ ამ ქვეყნის შიდა თუ გარე აქტორები ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს და სუვერენიტეტს, ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები