საქართველოს ხვალ სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი 19 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები