საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან მატჩში დამარცხდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან მატჩში ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
მატჩი სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.
„ჯვაროსნებმა“ მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს და 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მეოთხე – ბულგარეთია. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფს ითამაშებს.