საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს უპირისპირდება.

მატჩი სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს. არცერთ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა.

ჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე, 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო – მესამეზე (3 ქულა), ბულგარეთი – მეოთხეზე (0 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები